logo_geo
დენიელ რედკლიფი და დევიდ ბექჰემი ბავშვებისთვის „ჰარი პოტერს და ფილოსოფიურ ქვას“ წაიკითხავენ
- +

6 მაისი. 2020. 02:52

 

 

 

7 ვარსკვლავი ჯოან როულინგის ცნობილ წიგნს - „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ წაიკითხავს.

 

გამოცემის ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობას მიიღებენ: დენიელ რედკლიფი, სტივენ ფრაი, დევიდ ბექემი, დაკოტა ფანინგი, კლაუდია კიმი, ნომა დუმეზვენი და ედი რედმეინი. თითოეული მათგანი წიგნის რამდენიმე თავს წაიკითხავს. პირველ თავი, „ბიჭი, რომელიც გადარჩა“ ჰარი პოტერის როლის შემსრულებელ დენიელ რედკლიფს ხვდა წილად. მისი მოსმენა 5 მაისიდან ვებგვერდზე wizardingworld.com არის შესაძლებელი, რომელიც როულინგმა იზოლაციაში მყოფი ბავშვების და მათი მშობლების დასახმარებლად აამოქმედა. შემდეგი ნაწილი ერთ კვირაში აიტვირთება.

 

 

https://www.wizardingworld.com/collections/harry-potter-at-home

 

big_banner
არქივი