logo_geo
„ჩვეულებრივი იდიოტები!“ - იტალიის ერთ-ერთი ქალაქის მერი ქართველი ვანდალების დასჯას ითხოვს
- +

7 მაისი. 2020. 20:46

 

 

იტალიაში, ქალაქ გრავინა ინ პულიაში, პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე ქუთაისის ერთ-ერთი უბნის სახელი – “ზაოდი” მიაწერეს. წარწერის ამსახველი ფოტო ფეისბუქში გრავინა ინ პულიას მერმა ალესიო ვალენტემ გამოაქვეყნა და იმ ადამიანის დასჯა მოითხოვა, ვინც ეს გააკეთა.

 

 

ჩვეულებრივი იდიოტები. წუხელ ისინი ომის მემორიალს დაესხნენ თავს. მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს მათ ხსოვნას, ვინც თავიანთი თავგანწირვით ამ იდიოტებს მისცა თავისუფალ სამყაროში ცხოვრების შესაძლებლობა,“ – წერს ალესიო ვალენტე.“

 

მერი წერს, რომ უკვე აცნობა მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას და ქუჩის კამერებით იმ ადამიანების პოვნა სთხოვა, რომლებმაც მემორიალზე წარწერა დატოვეს.

 

ვიმედოვნებ პოლიცია იპოვნის პასუხისმგებელ პირებს. ამ შემთხვევაში, მე ვთხოვ მათ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩაერთონ. იმედია ესმით რამდენად საშინელია მათი ქმედება, მოინანიებენ და ექნებათ იმის გამბედაობა რომ თავად გამოასწორონ. ნებისმიერ შემთხვევაში, გპირდებით, ამაღამ, ყველაზე გვიან კი ხვალ, მუნიციპალიტეტის მიერ მემორიალი წარწერისგან გაიწმინდება,“ – წერს გრავინა ინ პულიას მერი.

 

მისივე თქმით, მემორიალს უახლოეს ხანში გაწმენდენ წარწერისგან.

 

მერის პოსტს გამოეხმაურნენ იტალიაში მცხოვრები ქართველები, რომლებიც გამოქვეყნებული ფოტოს კომენტარებში ბოდიშს იხდიან ვანდალიზმის გამო და წარწერის წაშლაში იტალიელებს დახმარებას სთავაზობენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი