logo_geo
მუმბაის საავადმყოფოში ინფიცირებულები ცხედრების გვერდით დააწვინეს
- +

8 მაისი. 2020. 03:07

 

ინდოეთის ქალაქ მუმბაის კლინიკაში კოვიდინფიცირებული პაციენტები გარდაცვლილთა ცხერების გვერდით მოათავსეს.

 

სკანდალური ფაქტის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მათში კარგად ჩანს, რომ პალატაში, რომელშიც 10-მდე პაციენტი იმყოფება, ცხედრებიცაა დასვენებული.

 

ინდოეთში დღეისათვის COVID-19-ის 56 325 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსმა ქვეყანაში უკვე იმსხვერპლა 1 889 ადამიანი.

 

 

 

big_banner
არქივი