logo_geo
დედამ შვილის მიერ დაზიანებული მემორიალის გასუფთავების ნებართვა ითხოვა — იტალიის ქალაქ გრავინას მერი
- +

8 მაისი. 2020. 20:25

 

 

იტალიაში, პულიას რეგიონის ქალაქ გრავინას მერმა, ალესიო ვალენტიმ განაცხადა, რომ დედამ შვილის მიერ პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე "ზაოდის" მიწერისთვის გასუფთავების ნებართვა ითხოვა. ამ თემაზე ვალენტიმ ვიდეო ფეისბუქზე გამოაქვეყნა და თქვა, რომ მშობლის მხარიდან ეს მისაბაძი საქციელია.

 

"ეს არის მშობლის მხრიდან სამაგალითო მესიჯი, მან ხელი კი არ დააფარა შვილის, არამედ ამხილა სკოლის დირექტორთან და ზიანის ანაზღაურების ნებართვა ითხოვა. მემორიალი მისი დახმარებით გასუფთავდა. მომავალში მას ჩვენ კიდევ მივხედავთ", — თქვა ალესიო ვალენტიმ.

 

ვიდეოში მერმა აღნიშნა, რომ ძეგლის დაზიანების გამო მიყენებული "ჭრილობა" მსგავსი დედების საქციელით "შეხორცდება". მისი თქმით, ეს 8 წლის მანძილზე მეორე შემთხვევაა, როცა ძეგლი ვანდალურად დააზიანეს.

 

http://qartuliazri.reportiori.ge/inside.php?menuid=8&id=54552

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი