logo_geo
„ჩემი შვილი, რომელიც ზურგზე იწვა, ბალიშით გავგუდე!“ – თურქი ფეხბურთელის აღიარება
- +

10 მაისი. 2020. 01:26

 

 

 

თურქმა ფეხბურთელმა, ჩევჰერ თოქთაშმა 5 წლის შვილის მკვლელობა აღიარა. ამის შესახებ Daily Sabah-ი წერს.

 

 5 წლის ბიჭი საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოათავსეს. სასწრაფო დახმარება ჩევჰერ თოქთაშმა მას შემდეგ გამოიძახა, რაც მის შვილს ხველა და ცხელება დაეწყო.

 

23 აპრილს თოქთაშმა პალატაში ექიმებს დაუძახა და თქვა, რომ მის შვილს სუნთქვა უჭირს. ბიჭი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის 2 საათის შემდეგ გარდაიცვალა.

 

კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გათვალისწინებით გარდაცვალების მიზეზად სწორედ კორონავირუსი ჩაითვალა.

 

32 წლის ფეხბურთელმა შვილის გარდაცვალებიდან 11 დღის შემდეგ ადგილობრივ პოლიციას მიმართა და აღიარებითი ჩვენება მისცა.

 

 ჩემი შვილი, რომელიც ზურგზე იწვა, ბალიშით გავგუდე. ბავშვი 15 წუტი იბრძოდა, შემდეგ გაჩერდა. ამის შემდეგ ექიმებს ვურეკავდი, რომ დამხმარებოდნენ და ამით ეჭვებით გამქრალიყო“, – ნათქვამია მის განცხადებაში.

 

 

 

მკვლელობის მოტივად ფეხბურთელი შვილის მიმართ სიყვარულის არქონას ასახელებს.

 

 რაც ჩემი უმცროსი ვაჟი დაიბადა, არ მყვარებია. არ ვიცი, რატომ. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მოვკალი, არის ის, რომ მე არ მიყვარდა. არანაირი გონებრივი პრობლემა არ მაქვს, ”- თქვა ფეხბურთელმა.

 

 ჩევჰერ თოქთაშს ბრალი მკვლელობის მუხლით წაუყენეს და მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი