logo_geo
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 621 ადამიანი დაინფიცირდა, 1 615 კი - გარდაიცვალა
- +

10 მაისი. 2020. 10:02

 

 

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 621 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 309 550-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით 1 615 ადამიანი დაიღუპა და ფატალური შემთხვევების რიცხვმა 78 795-ს მიაღწია.

 

რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, მსოფლიოში კორონავირუსის 4 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 279 000-მდე ადამიანი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი