logo_geo
იაპონიაში აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა, ვადაზე ადრე მოიხსნას
- +

10 მაისი. 2020. 13:41

 

 

იაპონიის რეგიონებში, რომლებიც კორონავირუსისგან ნაკლებად დაზარალდნენ, საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა, ვადაზე ადრე მოიხსნას. ამის შესახებ იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა, იასუტოში ნიშიმურამ განაცხადა.

 

იაპონიის ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების მოსახსნელად ერთ-ერთი კრიტერიუმი კვირის განმავლობაში ახალი ინფექციის კლების ტენდენცია და ერთ სულ მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა იქნება.

 

იაპონიის 47 პრეფექტურიდან ქვეყნის მთავრობამ განსაზღვრა 13 პრეფექტურა, მათ შორის ტოკიო და ოსაკა, სადაც კორონავირუსი სწრაფად გავრცელდა. აღნიშნული პრეფექტურები იაპონიის მთავრობის „განსაკუთრებული სიფრთხილის ზონაშია“.

 

იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი თვის ბოლომდეა დაწესებული. იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების 15 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 600-ზე მეტი კი დაიღუპა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი