logo_geo
დიმიტრი პესკოვის მეუღლე: მე უკეთ ვარ, მისი მდგომარეობა კი ცოტა რთულია!
- +

13 მაისი. 2020. 00:02

 

 

დიმიტრი პესკოვის ცოლი, მოციგურავე ტატიანა ნავკა აცხადებს, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ის ასევე, მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

 

 

მაშინ, როდესაც კორონავირუსის პირველი სიმპტომები გამოვლინდა, ჩვენ დროულად მივიღეთ ზომები, რომ ჩვენი ნაცნობები დამატებითი რისკის ქვეშ არ დაგვეყენებინა.

 

მე უკვე ტემპერატურა აღარ მაქვს და არც ხველება. ჩემს შემთხვევაში პრეპარატების მიღება არ გახდა საჭირო.

ჩემი მეუღლის მდგომარეობა ცოტა რთულადაა, მაგრამ ის პროფესიონალი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – ყველაფერი კარგად მიდის“, – წერს პესკოვის მეუღლე ტატიანა ნავკა.

 

 ვალადიმერ პუტინის პრესსპიკერს დიმიტრი პესკოვს, მაღალი სიცხე რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა, თუმცა მისი დაინფიცირების შესახებ დრეს გახდა ცნობილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი