რუსეთის დუმის ხუთ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაცია ამის შესახებ დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა გაავრცელა.
აქამდე ცნობილი იყო, რომ კორონავირუსი დუმის სამ დეპუტატს ჰქონდა, ამათგან ორი „კომუნისტური პარტიის“ წევრია, ხოლო ერთი პარტია „ერთიანი რუსეთის“.
ორი დღის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ დაინფიცირდა კრემლის პრესსპიკერი ვლადიმერ პესკოვიც.