logo_geo
ჯანმო: კორონავირუსი, შესაძლოა, არასდროს გაქრეს, აივ-ინფექცია არ გამქრალა
- +

14 მაისი. 2020. 02:37

 

 

ახალი კორონავირუსი, შესაძლოა, არასდროს გაქრეს და უბრალოდ იმ ვირუსების სიას შეუერთდება, რომლის გამოც ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად კვდებიან, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა.

 

ეს ვირუსი, შესაძლოა, კიდევ ერთ ენდემიურ ვირუსად იქცეს და არასდროს გაქრეს. აივ-ინფექცია არ გამქრალა. ამ ორ დაავადებას არ ვადარებ ერთმანეთს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეალურად შევხედოთ მოვლენებს. არ ვფიქრობ, რომ ვინმეს შეეძლოს იმის პროგნოზირება, თუ როდის ან საერთოდ გაქრება თუ არა ეს დაავადება“, - აღნიშნა მაიკ რაიანმა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი