logo_geo
საფრანგეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 351 ადამიანი გარდაიცვალა
- +

15 მაისი. 2020. 00:59

 

 

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 351 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსით, საერთო ჯამში, 27 425 ადამიანია გარდაცვლილი.

 

ბოლო მონაცემების მიხედვით, საფრანგეთმა ლეტალური შემთხვევების რაოდენობით ესპანეთს გადაასწრო.

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე საფრანგეთში ვირუსით, საერთო ჯამში, 141 356 ადამიანი დაინფიცირდა.

 

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეპიდემია საფრანგეთში კვლავ აქტიურია და ვირუსი მთელი ქვეყნის მაშტაბით ცირკულირებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი