logo_geo
რუსეთის შეიარაღებული ძალების ტაძარში აღარ განათავსებენ მოზაიკას სტალინის გამოსახულებით
- +

16 მაისი. 2020. 23:26

 

 

მოზაიკას იოსებ სტალინის გამოსახულებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ტაძარში აღარ განათავსებენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო ხელოვნების, არქიტექტურისა და რესტავრაციის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარის, დეკანოზ ლეონიდ კალინინის განცხადებით, მოზაიკას ტაძართან ახლოს მდებარე მუზეუმში განათავსებენ.

 

ამავე ტაძარში უნდა განთავსებულიყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გამოსახულებაც, თუმცა ეს გადაწყვეტილებაც შეიცვალა.

 

ტაძარი მოსკოვთან ახლოს, კუბინკაშია აშენებული. სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, თუმცა ახალი კორონავირუსის გამო, მისი გახსნა გადაიდო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი