logo_geo
მეცნიერები კორონავირუსის ახალი კერის შესახებ გვაფრთხილებენ! – რა ხდება ამაზონის ჯუნგლებში
- +

17 მაისი. 2020. 01:34

 

 

როგორც ბრაზილიელი ეკოლოგი, დევიდ ლაპოლა აცხადებს, შემდეგმა პანდემიამ ​ შესაძლებელია, ამაზონის ტროპიკული ტყეებიდან დაიწყოს გავრცელება.

 

 რეგიონში ტყეების არაკონტროლირებადი გაჩეხვის შედეგად, ადამიანის შეჭრა გარეული ცხოველების საცხოვრებელ ადგილებში იზრდება.

 

 როგორც ცნობილია, სწორედ გარეულმა ცხოველებმა დაუდეს დასაწყისი COVID-19-ის პანდემიას, რაც მომავალშიც შესაძლებელია განმეორდეს.

 

მეცნიერის განცხადებით, ამაზონი ვირუსების უზარმაზარი საცავია და არ ღირს მის სამყაროში შეჭრა.

 

როგორც ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ნაციონალური ინსტიტუტი (INPE) აცხადებს, ვიდრე მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია კორონავირუსის პანდემიაზე, ამაზონის ტროპიკული ტყეების ჩეხვის პროცესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ბოლო 4 თვის განმავლობაში ბრაზილიის ამაზონიაში განადგურდა 1,2ათასი მ2 ფართობის ტყე. ეს 55%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი