logo_geo
ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა
- +

17 მაისი. 2020. 12:15

 

 

ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ინფორმაციას ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, გასულ 24 საათში ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი არ ყოფილა.

 

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი თვეზე მეტია არ დაფიქსირებულა. ინფიცირების 6 ფაქტიდან კი ორი სხვა ქვეყნიდან არის იმპორტირებული, დანარჩენი ლოკალური გადაცემის შემთხვევაა.

 

გარდა ამისა, ბოლო დღე-ღამეში ჩინეთის საავადმყოფოებიდან გამოჯანმრთელებული კიდევ 8 პაციენტი გაწერეს.

 

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში მთლიანობაში დაინფიცირების 82 947 ფაქტი დაფიქსირდა. მათგან 4 633 პაციენტი გარდაიცვალა. 78 227 ადამიანი კი განიკურნა.

 

big_banner
არქივი