logo_geo
სიცილიის არქიეპისკოპოსმა ადგილობრივ მაფიოზებს ბავშვების მონათვლა აუკრძალა
- +

19 მარტი. 2017. 17:53



BBC-ის ინფორმაციით, სიცილიის არქიეპისკოპოსმა მეკელე პენიზიმ ადგილობრივ მაფიოზებს აუკრძალა მონაწილეობა მიიღონ ბავშვების მონათვლაში, რადგან ისინი ნათლიები არ გახდნენ.


მიკელე პენიზი, რომელიც მსახურობს სიცილიის დედაქალაქის პალერმოს გარეუბნის ეკლესიაში, მუდამ გამოირჩეოდა მაფიასთან უკომპრომისო ბრძოლით და ხმას იმაღლებდა ჩამორჩენილი ჩვეულებების წინააღმდეგ.


„მაფიამ ტერმინი „ნათლიმამა" ეკლესიისგან ისესხა, რადგან ამით თავიანთი თავკაცებისთვის რელიგიური მნიშვნელობა მიენიჭებინა, სინამდვილეში კი ეს ორი სამყარო სრულიად შეუთავსებელია", - განაცხადა პენიზიმ.


2008 წელს არქიეპისკოპოსს სიკვდილით დაემუქრნენ, რადგან  მან უარი თქვა რელიგიური წესის მიხედვით მაფიის თავკაცი დაეკრძალათ. მას პოლიციამ დაცვაც კი გამოუყო.



 

big_banner
არქივი