იტალიის ყველა აეროპორტი საერთაშორისო რეისების მიღებას 3 ივნისიდან განაახლებს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, შესაბამისი განცხადება ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა, პაოლა დე მიშელემ გააკეთა.
„აეროპორტების გახსნა 3 ივნისიდან იქნება შესაძლებელი, როცა რეგიონული და საერთაშორისო გადაზიდვები დაშვებული იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.
რამდენიმე დღის წინ იტალიის ხელისუფლებამ 3 ივნისიდან ტურისტების მიღების განახლება გადაწყვიტა.