logo_geo
ამერიკელმა Youtube-არხი შექმნა მოზარდებისთვის, რომლებიც მამის გარეშე იზრდებიან
- +

24 მაისი. 2020. 02:57

 

 

ამერიკელმა რობერტ კენიმ 1-ლი აპრილიდან Youtube არხი Dad, how do I? (მამა, როგორ?) შექმნა. არხი მამის გარეშე დარჩენილი მოზარდებისთვის არი. კენი ვიდეოინსტრუქციების დახმარებით მათ წვერის გაპარსვას, ტუალეტების შეკეთებას, საბურავების გამოცვლას ასწავლის. ანუ ყველა იმ კითხვაზე სცემს პასუხს, რომლითაც მისი აზრით ბიჭი შეიძლება მამასთან მივიდეს.

 

არხი მან კარანტინის დროს შექმნა, როცა თავისუფალი დრო გაუჩნდა. ახლა მას 1.7 მილიონ გამომწერზე მეტი ჰყავს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი