ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 8 599 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ეს რეკორდულად დაბალი მონაცემებია 1 მაისის შემდეგ. სულ რუსეთში კორონავირუსის 344 481 შემთხვევაა დადასტურებული.
ინფიცირებულებიდან 113 299 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 3 541 პაციენტი, მათ შორის 153 - ბოლო 24 საათში.