logo_geo
ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო
- +

24 მაისი. 2020. 17:37

 

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დღეს დაიწყო. ეს პირველი შემთხვევაა ქვეყნის ისტორიაში, როდესაც სასამართლოს წინაშე სახელმწიფოს მოქმედი მეთაური წარსდგა. ბრალდების მხარე ნეთანიაჰუს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ქრთამის აღებაში სდებს ბრალს.

 

აღსანიშნავია, რომ ნეთანიაჰუ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

 

ბრალდების მხარეს საქმეზე 300-ზე მეტი მოწმე ჰყავს დარეგისტრირებული. სპეციალისტების მტკიცებით, გამოძიება, სულ მცირე, რამდენიმე თვე გაგრძელდება და შესაძლოა, 2 წლამდეც კი გაიწელოს. ისრაელის კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულისთვის ბრალდებული პრემიერ-მინისტრი ვალდებული არაა, თანამდებობიდან გადადგეს. გასამართლების შემთხვევაშიც კი, ნეთანიაჰუს გადადგომის ვალდებულება იქამდე არ აქვს, ვიდრე რაიმე სახის აპელაცია იარსებებს.

 

 

big_banner
არქივი