logo_geo
იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა
- +

25 მაისი. 2020. 15:09

 

 

 

იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სინძო აბემ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

 

„ჩვენ გვქონდა ძალიან მკაცრი პირობები, იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობა მოგვეხსნა. ვიმსჯელეთ და დავასკვენით, რომ ეს კრიტერიუმები დავაკმაყოფილეთ“, - აღნიშნა აბემ.

 

იაპონიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება მაისის შუა რიცხვებში დაიწყო, თუმცა მკაცრი ზომები შენარჩუნდა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ტოკიოშიც.

 

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, იაპონიაში კორონავირუსის 16 550 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 820 პაციენტი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი