logo_geo
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5.3 მილიონს გადააჭარბა
- +

26 მაისი. 2020. 02:26

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებკის 100 264 შემთხვევა დადასტურდა, რამაც კორონავირუსით ინფიცირებულთა გლობალური მაჩვენებელი 5 304 772-მდე გაზარდა.

 

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსს 342 029 ადამიანი ემსხვერპლა.

 

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 2 395 295 შემთხვევა დადასტურდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი