logo_geo
პარტია „გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერი: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს მეტი უნდა ემუშავა და ნაკლები ელაპარაკა
- +

26 მაისი. 2020. 21:44

 

 

 

პარტია "გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერი, ედმონ მარუკიანი სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრ, არსენ ტოროსიანს ნაკლები უნდა ელაპარაკა და მეტი ემუშავა, მან კი ყველაფერი პირიქით გააკეთა.

 

მისივე თქმით, მინისტრის განცხადებები სამარცხვინო იყო.

 

რა აზრი ჰქონდა საქართველოსთან ურთიერთობების გაფუჭებას? რა საჭირო იყო იმის თქმა, რომ მათი მძღოლები ინფიცირებულები არიან? მათაც რომ იგივე თქვან და ჩვენი მძღოლებისთვის კარანტინი მოაწყონ? აი, ამიტომაც, ნებისმიერი თანამდებობის პირი ფრთხილად უნდა იყოს, ვიდრე განცხადებას გააკეთებს“, - აღნიშნა მარუკიანმა.

 

ცნობისთვის, „სპუტნიკ არმენიას“ ინფორმაციით, სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამასთან, ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს და აინტერესებს, რამდენად არის სტატისტიკაში ასახული პნევმონიით გარდაცვლილი პირები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი