logo_geo
დონალდ ტრამპი: კანონიერად რომ შეიძლებოდეს Twitter-ის დახურვა, ამას გავაკეთებდი
- +

29 მაისი. 2020. 01:47

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იურისტებთან სოციალური ქსელი „ტვიტერის“ დახურვის შესაძლებლობის საკითხს შეისწავლის.

 

რაც შეეხება „ტვიტერის“ დახურვის საკითხს, ეს საკითხი იურისტებთან უნდა გავიარო. არ ვიცი, როგორ არის ეს შესაძლებელი. თუმცა, ეს რომ კანონიერი იყოს, კანონიერად რომ შეიძლებოდეს მისი დახურვა, ამას გავაკეთებდი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სოციალური ქსელების მუშაობის რეგულირების შესახებ განკარგულებას.

 

განკარგულებაში საუბარია 1996 წლის კომუნიკაციების შესახებ კანონის 230-ე თავზე, რომელიც სოციალური მედიის პლატფორმებს ფართო თავისუფლებას ანიჭებს გამოქვეყნებული კონტენტის მოდერაციასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ განკარგულების ტექსტი თეთრ სახლს ჯერ არ გამოუქვეყნებია.

 

დღეს აქ შევიკრიბეთ თავისუფალი სიტყვის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხისგან დასაცავად. სოციალური მედიის კომპანიებს უკონტროლო უფლებამოსილება აქვთ ცენზურისა და ადამიანური ინტერაქციის შეზღუდვის კუთხით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

27 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სოციალური მედიის პლატფორმებს მკაცრად დაარეგულირებს ან საერთოდ დახურავს, თუ კონსერვატორების ხმების ჩახშობას განაგრძობენ.

 

რესპუბლიკელები“ მიიჩნევენ, რომ სოციალური მედიის პლატფორმები კონსერვატორების ხმებს სრულად ახშობენ. მკაცრად დავარეგულირებთ ან დავხურავთ მათ. 2016 წელს ვიხილეთ, თუ რის გაკეთებას შეეცადნენ. მათ ეს არ გამოუვიდათ. ვერ დავუშვებთ, რომ აღნიშნულის უფრო დახვეწილი ვერსია კვლავ შედგეს“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი