logo_geo
თურქეთში 1-ლი ივნისიდან კარანტინის რეჟიმის მნიშვნელოვანი შერბილება დაიწყება
- +

29 მაისი. 2020. 02:45

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში 1-ლი ივნისიდან კარანტინის რეჟიმის მნიშვნელოვანი შერბილება დაიწყება.

 

1-ლი ივნისიდან სრულად მოიხსნება ქალაქებს შორის გადაადგილებაზე აკრძალვა. ასევე, 1-ლი ივნისიდან გაიხსნება პლაჟები და ეროვნული პარკები. 1-ლი ივნისიდან რესტორნები, კაფეები, აუზები და სპა-სალონები მუშაობას განაახლებენ. მომხმარებლების მიღება 22:00 საათამდე იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

 

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ზაფხულის დასაწყისიდან საბავშვო ბაღები მუშაობას განაახლებენ. ამასთანავე, 18 წლამდე და 65 წლის ზემოთ პირებისათვის გარეთ გასვლის შეზღუდვა ძალაში რჩება.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 160 979 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4 461 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი