logo_geo
დაეში: კორონავირუსის პანდემია ჩვენი მტრებისთვის ღვთაებრივი სასჯელი იყო
- +

29 მაისი. 2020. 02:55

 

 

ტერორისტული დაჯგუფება დაეშის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია ღვთაებრივი სასჯელი იყო მათი მტრებისთვის.

 

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ტერორისტულმა დაჯგუფებამ აუდიოჩანაწერის მეშვეობით გაავრცელა.

 

დაეშის პრესმდივანი, აბუ ჰამზა ალ-ყურაიში აუდიოჩანაწერში აცხადებს, რომ „ღმერთმა სასჯელი გამოუგზავნა ტირანებსა და მათ მიმდევრებს, რომლის ხილვა შიშველი თვალებით შეუძლებელია“.

 

„დღეს მოხარულნი ვართ იმით, რომ ღმერთმა დაგსაჯათ“, - ნათქვამი ტერორისტული დაჯგუფების მიმართვაში.

 

 

big_banner
არქივი