logo_geo
პოლიციელი, რომელმაც ჯორჯ ფლოიდი კისერზე მუხლის დაჭერით გაგუდა, დაკავებულია
- +

29 მაისი. 2020. 22:02

 

 

მინესოტაში მომხდარი საზარელი ფაქტის შემდეგ, რამდენიმე დღეში პოლიციელი, რომელმაც დაკავებულ ჯორჯ ფლიუდს კისერზე მუხლი დააჭირა და სიკვდილამდე მიიყვანა, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო მედიის წარმომადგენლები ავრცელებენ.

 

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც აშშ-ის ერთ-ერთი შტატის, მინესოტას პოლიციელი ჯორჯ ფლოიდს აკავებს. მას შემდეგ, რაც დაკავებულს ბორკილები დაადეს, პოლიციელი მას მუხლებით შედგა და კისერზე დააჭირა. ფლოიდი შველას ითხოვდა და ემუდარებოდა, რომ მუხლი გადაეწია, რადგან ვერ სუნთქავდა, თუმცა უშედეგოდ.

 

ჯორჯ ფლოიდმა გონება 8 წუთში ადგილზებე დაკარგა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი გარდაიცვალა. ვიდეოს გავრცელების შემდეგ პოლიციის ეკიპაჟის ოთხივე წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ფაქტს მოსახლეობის აჯანყება მოჰყვა, საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება. გადამწვარია პოლიციის შენობები.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დომალდ ტრამპმა რასიზმი დაგმო და საქმის გამოძიება FBI-ს დაავალა. რამდენიმე დღის შემდეგ კი პოლიციელი დააკაბეს.

 

https://www.buzzfeednews.com

 

 

big_banner
არქივი