logo_geo
ამერიკელი მილიარდერი დევიდ როკფელერი გარდაიცვალა
- +

20 მარტი. 2017. 20:33



ამერიკელი მილიარდერი, ბანკირი და ფილანტროპი, დევიდ როკფელერი ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში101 წლის ასაკაში გარდაიცვალა.


მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგით, რომელიც გამოცემა „ფორბსმა" გამოაქვეყნა, როკფელერს 581-ე ადგილი ეკავა 3.3 მილიარდი დოლარით. მისი ბაბუა, ჯონ როკფელერი იყო კომპანია „სტანდარტ ოილის" დამფუძნებელი და მსოფლიოში პირველი მილიარდერი.


"ფორბსის" ინფორმაციით, გარდაცვლილის ქონება 3,3 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის კი ის 581-ე ადგილს იკავებდა. დევიდ როკფელერი, გამოირჩეოდა ქველმოქმედებით. "ნიუორკ თაიმსის" ცნობით, მან 900 მილიონი დოლარის ქველმოქმედება განახორციელა. როკფელერს 6 შვილი დარჩა.


 

big_banner
არქივი