ქაბულში მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა, - ამის შესახებ Tolo News იტყობინება.
ასაფეთქებელი მოწყობილობა ტელეარხ Khurshid-ის მიკროავტობუსში ამოქმედდა. აფეთქების შედეგად ტელეკომპანიის ორი თანამშრომელი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.
გამოცემის ცნობით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.