ავტომწარმოებელი კომპანია Nissan-ი ხურავს ქარხნებს ესპანეთში, ინდონეზიაში და ტოვებს სამხრეთ კორეის ბაზარს. ბრენდი ასევე გადის რუსეთის ბაზრიდან. ამის შესახებ euronews წერს.
ამის მიზეზი ხარჯების ოპტიმიზაციაა. მხოლოდ ბარსელონაში კომპანიის ბაზაზე მომუშავე 3 ათასი ადამიანი სამსახურს დაკარგავს.
Nissan-ის დირექტორი მაკოტო უტიდა აცხადებს, რომ კომპანიის ადმინისტრაციამ შეისწავლა ვითარება და ამ არასასიამოვნო გადაწყვეტილებამდე მივიდა.
კომპანია პოზიციებს შეინარჩუნებს იაპონიაში, ჩინეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში.