logo_geo
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 6 მილიონს გადააჭარბა
- +

31 მაისი. 2020. 12:07

 

 

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 6 მილიონს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის განახლებული მონაცემებით, ვირუსისგან 2.5 მილიონი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ვირუსისგან 370 000-მდე პაციენტი გარდაიცვალა.

 

მსოფლიოში ყველაზე მეტად ამ დროისთვის, კვლავ აშშ-ია დაზარალებული. აქ ვირუსით 1,7 მილიონი ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 103 000-ს აჭარბებს. აშშ-ს მოსდევს ბრაზილია, თითქმის ნახევარი მილიონი დაინფიცირებულით. მესამე ადგილზე კი რუსეთია - 400 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევით. ევროპაში ყველაზე მეტი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და ესპანეთში დაფიქსირდა.

 

 

big_banner
არქივი