logo_geo
CNN: თეთრ სახლთან საპროტესტო აქციისას უსაფრთხოების სამსახურმა დონალდ ტრამპი, მელანია ტრამპი და ბარონ ტრამპი მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანა
- +

1 ივნისი. 2020. 10:30

 

 

თეთრ სახლთან გამართული საპროტესტო აქციის დროს უსაფრთხოების სამსახურმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და შვილი ბარონ ტრამპი მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანა, სადაც მათ დაახლოებით ერთი საათი გაატარეს. ინფორმაციას CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

თეთრ სახლთან აქციის მონაწილეები რამდენიმე დღის წინ მინეაპოლისში, პოლიციის ფიზიკური ძალის გამოყენების შედეგად გარდაცვლილი 46 წლის აფორამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა დროშები დაწვეს. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი