logo_geo
ჰოლივუდში ტრამპის ვარსკვლავი გაანადგურეს
- +

1 ივნისი. 2020. 11:20

 

 

ჰოლივუდში, დიდების ხეივანში, უცნობმა პირებმა დონალდ ტრამპის ვარსკვლავი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ტვიტერში“ პორტალმა  „The Academy Music Business“ გაავრცელა.

 

ამ ვანდალიზმის მიზეზი უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ეს უკავშირდება საპროტესო აქციებს, რომლებმაც აშშ-ის ათობით ქალაქში მოიცვა, მათ შორის, ქვეყნის დედაქალაქი ვაშინგტონი. საპროტესო აქციები დაიწყო მინეაპოლისში (შტატი მინესოტა) დაცვის შავკანიანი თანამშრომლის ჯორჯ ფლოიდის უხეში დაკავების გამო, რასაც ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა.

 

ტრამპის ვარსკვლავი კინოთეატრ „დოლბისთან“ 2007 წელს გაიხსნა, რითაც აღინიშნა მომავალი პრეზიდენტის მოღვაწეობა მის საკუთარ ტელეშოუში „The Apprentice“.

 

 

big_banner
არქივი