logo_geo
მინეაპოლისში გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ძმა: არ გვინდა ძალადობა, ეს ჩემს ძმას არ დააბრუნებს
- +

2 ივნისი. 2020. 02:06

 

 

მინეაპოლისში გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ძმა აცხადებს, რომ საპროტესტო აქციები მშვიდობიანად უნდა გამართულიყო. მისივე თქმით, ამას ისურვებდა მისი დაღუპული ძმაც.

 

არ გვინდა ძალადობა, ეს ჩემს ძმას არ დააბრუნებს. აქციის მონაწილეებმა მეტი განათლება და ცოდნა უნდა მიიღონ, რათა ვიცოდეთ, ვის ვაძლევთ ხმას. სწორედ ასე უნდა დავარტყათ“, – განაცხადა ტერენს ფლოიდმა.

 

ტერენს ფლოიდი დღეს მისი ძმის გარდაცვალების ადგილზე მოწყობილ მემორიალთან იმყოფებოდა. როგორც იუწყებიან, ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ცერემონიალი 9 ივნისს ჰიუსტონში გაიმართება.

 

8 ივნისს კი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს პოლიციელი, რომელიც მკველელობის ბრალდებითაა დაკავებული.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი