logo_geo
ბელგიაში მეფე ლეოპოლდ II-ის ძეგლების დემონტაჟს ითხოვენ
- +

4 ივნისი. 2020. 19:02

 

აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო ბელგიაში მეფე ლეოპოლდ II-ის (1835-1909) ძეგლების დემონტაჟს ითხოვენ, პეტიციას ხელი უკვე 30 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

 

პეტიციის ხელმომწერები ივნისის ბოლომდე მეფის ბრიუსელში არსებული ძეგლების და ქალაქ ჰალეში მდგარი ბიუსტის დემონტაჟს ითხოვენ. უცნობმა პირებმა გენტში ლეოპოლდ II-ის ბიუსტს წითელი საღებავი შეასხეს, ანტვერპენში მეფის ძეგლს კი ცეცხლი წაუკიდეს.

 

 

1870-იან წლებში ბელგია აფრიკის კოლონიალურ დაყოფაში მონაწილეობდა. 1876 წლებში ლეოპოლდ მეორის მეთაურობით დაარსდა „საერთაშორისო აფრიკული ასოციაცია“, რომლის მიზანიც მდინარე კონგოს მარცხენა ნაპირის გაკონტროლება იყო. 1885 წელს ეს ტერიტორია „კონგოს დაუმოკიდებელ სახელმწიფოდ“ გამოცხადდა, რომლის მეთაურიც ლეოპოლდ მეორე გახდა. მე-19 საუკუნის ბოლოს ლეოპოლდ მეორემ მდინარე კონგოს აუზის დაკავების კამპანია წამოიწყო, რასაც თან ახლდა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ სასტიკი მოპყრობა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი