logo_geo
რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი უფასო იქნება
- +

6 ივნისი. 2020. 02:15

 

 

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „ავიფავირი“ სადაზღვეო პოლისის მქონე პაციენტებისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, პრეპარატის მოხმარება რუსეთის კლინიკებში 11 ივნისიდან დაიწყება. „ავიფავირის“ ამბულატორიული ტესტირება 180-მდე პაციენტზე ჩატარდა და 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. დიმიტრიევის ინფორმაციით, პრეპარატით დაინტერესება უკვე გამოთქვა მსოფლიოს 10-მა ქვეყანამ.

 

 

big_banner
არქივი