logo_geo
ბრაზილიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 30 830 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 005 ადამიანი გარდაიცვალა
- +

7 ივნისი. 2020. 02:25

 

 

 

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 30 830 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 645 771-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ტელეკომპანიის ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 005 ადამიანი შეეწირა და დაღუპულთა რაოდენობამ 35 000-ს გადააჭარბა.

 

ცნობისათვის, „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ მონაცემების თანახმად, ორი დღის წინ ბრაზილიამ კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით იტალიას გადაუსწრო და მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.

 

 

big_banner
არქივი