logo_geo
ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

7 ივნისი. 2020. 10:25

 

 

ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 5 საზღვარგარეთიდან არის იმპორტირებული, ერთი შემთხვევა კი ქვეყნის შიგნით გამოვლინდა.

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში ვირუსით გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 3 ადამიანი გაწერეს საავადმყოფოებიდან.

 

ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი ჩინეთში 70-ს შეადგენს. ოფიციალური სტატისტიკით, დღემდე ქვეყანაში სულ 83,036 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით. მათგან 4 634 პირი გარდაიცვალა, 78 332 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კორონავირუსის იმპორტირების სულ 1 776 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 1 710 განიკურნა, 66-ს კი ამჟამად მკურნალობა უტარდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი