logo_geo
მექსიკაში სარეაბილიტაციო ცენტრში სროლას ათი ადამიანი ემსხვერპლა
- +

7 ივნისი. 2020. 15:57

 

 

მექსიკის შტატის გუანახუატოს ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტის შედეგად, ათი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

 

ცენტრში, რომელიც ირაპუატოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, შეიარაღებული უცხო პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. მომხდარის შედეგად, ცხრა ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში.

 

მედიის ცნობით, ადგილზე პოლიცია და პროკურატურის წარმომადგენლები მუშაობდნენ.

 

აღნიშნული შტატი მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეწარმეო ცენტრია. მის ტერიტორიაზე დანაშაულებრივი კარტელები მოქმედებენ, რომელთა შორის, ყველაზე დიდი დაჯგუფებებია „სანტა-როსა-დე-ლიმა“ და „ხალისკოს ახალი თაობის კარტელი“.

 

 

big_banner
არქივი