რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 985 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 476 658-მდე გაიზარდა.
რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით კიდევ 112 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 5 971-ს მიაღწია.
რაც შეეხება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს, ქვეყანაში მათი რაოდენობა 230 688-ს შეადგენს.