logo_geo
იაპონიაში, ბოლო სამ თვეში პირველად, კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
- +

8 ივნისი. 2020. 13:13

 

 

ბოლო სამი თვის განმავლობაში პირველად, იაპონიაში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, იაპონიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა.

 

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იაპონიაში სულ COVID-19-ის 17 886 შემთხვევა დადასტურდა, 929 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი