logo_geo
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ გირაოს სახით 1.25 მილიონი დოლარი შეუფარდა
- +

9 ივნისი. 2020. 02:26

 

 

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს, დერეკ შოვინს სასამართლომ გირაოს სახით 1.25 მილიონი დოლარი შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, უპირობო გირაოს ოდენობა 1.25 მილიონი დოლარით განისაზღვრა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული სასამართლოს მიერ დაწესებულ პირობებს შეასრულებს, გირაოს ოდენობა 1 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

3 ივნისს, დერეკ შოვინს ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობით შეუცვალეს.

 

 

 

 

big_banner
არქივი