logo_geo
ვლადიმირ ზელენსკი: მსურდა, კორონავირუსით დავინფიცირებულიყავი
- +

10 ივნისი. 2020. 01:37

 

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კორონავირუსით დაინიფიცრება და ამით ხალხის მდგომარეობის შემსუბუქება სურდა, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა, რომ ეს „ზედმეტი“ იყო.

 

"როდესაც ჩვენ გვქონდა დეპრესიის პერიოდი, შევიკრიბეთ და ჩვენებს შევთავაზე: მოდი, მე გავხდები ავად და ჩემი იზოლაცია მოხდება და ამას ნორმალურად გადავიტან. ეს იმისთვის მსურდა, რათა ხალხს გაეგო, რომ ყველა შეიძლებოდა ავად გამხდარიყო, დეპრესიაში არ უნდა ჩავარდნილიყვნენ და მეჩვენებინა, რომ ეს ჭირი არ იყო. მაგრამ ოჯახი არ მაპატიებდა. იტყოდნენ, რომ მე სულელი ვარ და პრინციპში, მართალიც იქნებოდნენ“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

 

 

big_banner
არქივი