logo_geo
ფილმი „ქარწაღებულნი“ HBO Max-მა კატალოგიდან რასიზმის გამო ამოიღო
- +

10 ივნისი. 2020. 23:51

 

BBC-ის ინფორმაციით, სტრიმინგ-სერვისმა HBO Max-მა ლეგენდარული ფილმი „ქარწაღებულნი“ თავისი კატალოგიდან დროებით ამოიღო.

 

ქარწაღებულნი“ თავისი დროის პროდუქტია. ის ეთნიკურ და რასობრივ ცრურწმენებს ასახავს, რომლებიც, ამერიკულ საზოგადოებაში, სამწუხაროდ, ჩვეული მოვლენები იყო. ეს რასისტული წარმოდგენები არც მაშინ იყო სწორი და არც ახლაა“, - ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში.

 

 

HBO-ში პირობა დადეს, რომ ფილმს მოგვიანებით დააბრუნებენ და მასთან ერთად ეთერში სურათის ისტორიული კონტექსტის განხილვა და ამ ცრურწმენების დაგმობა გავა.

 

1939 წლის „ქარწაღებულნი“ აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს სკარლეტ ოჰარას და რეტ ბატლერის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. მთავარი როლები სურათში ვივიენ ლიმ და კლარკ გეიბლმა შეასრულეს. სურათმა 8 „ოსკარი“ მიიღო. ჯილდო შავკანიან მსახიობ ჰეტი მადკენიელსაც ერგო. ის პირველი აფროამერიკელი გახდა, ვისაც „ოსკარი“ გადასცეს, მაგრამ რასობრივი სეგრეგაციის გამო ცერემონიაზე ის თავისი კოლეგებისგან ცალკე იჯდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი