logo_geo
ტრამპისა და მისი ოჯახის წევრების შენახვა ნიუ-იორკს დღეში 1 მილიონ დოლარზე მეტი უჯდება
- +

24 ნოემბერი. 2016. 17:01


 

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ოჯახის წევრები ნიუ-იორკს დღეში 1 მილიონ დოლარზე მეტი უჯდება.


ინფორმაციას ამის შესახებ „CNN Money" ნიუ-იორკის მერიის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.


ნიუ-იორკის მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს ხარჯები მნიშვნელოვნად არ შემცირდება ტრამპის თეთრ სახლში გადასვლის შემდეგაც.


„ამის მიზეზი ის არის, რომ მელანია ტრამპი და მათი 10 წლის ვაჟი ბერონი ნიუ-იორკში „ტრამპ თაუერში" აპირებენ დარჩენას სულ მცირე სასწავლო წლის დასრულებამდე. დონალდ ტრამპის განცხადებით კი, სანამ მისი ოჯახის წევრები ნიუ-იორკში იქნებიან, სახლში რეგულარულად დაბრუნებას გეგმავს", - წერს „CNN Money".


გამოცემის ცნობით, ხარჯები მოიცავს პოლიციისა და საიდუმლო სამსახურის დაცვის ხარჯებს.


„უსაფრთხოება ამ შემთხვევაში მთავარი აქსიომაა. ჩვენ უნდა დავიცვათ არჩეული პრეზიდენტი, მისი ოჯახისა და გუნდის წევრები", - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ.


მან ასევე აღნიშნა, რომ ქალაქს დამატებითი ფინანსური დახმარება დასჭირდება, ვინაიდან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის რომელიმე პრეზიდენტი რეგულარულად ჩერდებოდა ნიუ-იორკში.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი