logo_geo
აშშ-ში კორონავირუსს 114 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
- +

13 ივნისი. 2020. 02:10

 

 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე 114 126 ადამიანი გარდაიცვალა.

 

აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 2 033 003 შემთხვევა დადასტურდა.

 

12 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 9 618 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 308 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი