logo_geo
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ოდესმე კორუფციაში მამხელთ, ერევნის ცენტრში ჩამომახრჩვეთ
- +

13 ივნისი. 2020. 01:36

 

 

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ხელისუფლების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიზანის მთავრობის მიმართ უნდობლობის გაზრდაა. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ფაშინიანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს მოუწოდა, არ დაუჯერონ ყალბ ინფორმაციას. ფაშინიანის განცხადებით, თუ ვინმე იტყვის, რომ მას ხელფასის გარდა კიდევ შემოსავლის სხვა წყაროები აქვს, ეს ტყუილი იქნება, „ვინაიდან ასეთი რამ პრინციპში შეუძლებელია“.

 

თუ ვინმე ოდესმე კორუფციაში მამხელს, მოვუწოდებ სომხეთის მოქალაქეებს, დედაქალაქის მთავარ მოედანზე ჩამომახრჩონ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

 

 

big_banner
არქივი