logo_geo
ინდოეთში 50 ათასი წლის ტბა ერთ ღამეში გავარდისფრდა
- +

13 ივნისი. 2020. 01:48

 

 

ინდოეთში, მაჰარაშტრას რეგიონის დასავლეთ ნაწილში მდებარე მეტეორიტულ კრატერში წარმოშბილმა ტბამ ერთ ღამეში ფერი იცვალა და ვარდისფერი გახდა - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

Lonar-ის ტბის გავარდისფრებას ექსპერტები მარილიანობის ცვლილებასთან და წყალში წყალმცენარეების არსებობასთან აკავშირებენ.

 

ადგილობრივი გეოლოგის გაჯანან ხარატის თქმით, Maharashtra Tourism's Twitter-ზე ატვირთულ ვიდეოში ამბობს, რომ მსგავსი მოვლენა ადრეც დაფიქსიდა, თუმცა ის ასეთი თვალსაჩინო არ ყოფილა.

 

წელს ტბა განსაკუთრებულად წითელია, რადგან წყალში მარილიანობა მკვეთრადაა გაზრდილი. ტბაში წყლის რაოდენობამ დაიკლო და ტბა უფრო მტკნარი გახდა, რამაც მარილიანობის ზრდა და გარკვეული შიდა ცვლილებები გამოიწვია“, - აღნიშნა მან.

 

ხარატის თქმით, მეცნიერები ასევე იძიებენ იმ ფაქტს, გახდა თუ არა წითელი წყალმცენარეების არსებობა ფერის შეცვლის მიზეზი.

 

ლონარის ტბა 50 ათასი წლის წინ, მეტეორიტის ჩამოვარდნის შემდეგ ჩამოყალიბდა. იგი მუმბაისგან 500 კილომეტრითაა დაშორებული და ტურისტებისთვის პოპულარულ ადგილს წარმოადგენს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი