logo_geo
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა 1-ელ ივლისამდე გახანგრძლივდა
- +

13 ივნისი. 2020. 01:26

 

 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა 1-ელ ივლისამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

1-ელ ივლისამდე აკრძალულია სასტუმროებში, სანატორიუმებში და საოჯახო ტიპის სასტუმროებში ადგილების დაჯავშნა და დამსვენებლების მიღება.

 

საერთო ჯამში კორონავირუსი ოკუპირებულ აფხაზეთში 37 ადამიანს დაუდასტურდა, 27 გამოჯამრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი