logo_geo
ტაივანის აეროპორტი მსურველებს საზღვარგარეთ მგზავრობის იმიტაციის სერვისს სთავაზობს
- +

14 ივნისი. 2020. 02:33

 

 

ტაიპეის საერთაშორისო აეროპორტი „სონგშანი“ მსურველებს სპეციალურ ტურს სთავაზობს, რომლეიც საზღვარგარეთ მგზავრობის იმიტაციას ითვალისწინებს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, სასაზღვრო კონტროლის გავლის, თვითმფრინავში ჩასხდომის და შემდეგ „დაბრუნების“ შესაძლებლობა 90 ადამიანს ექნება. „თუ ტაივანის დატოვება არ შეგიძლიათ, სონგშანში წარმოიდგინეთ, თითქოს საზღვარგარეთ მიდიხართ“, - წერია აეროპორტის ვებგვერდზე.

 

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანამ საზღვრები მარტში ჩაკეტა. უცხოეულ ტურისტებს კუნძულზე ჩასვლა კვლავ ეკრძალებათ.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

big_banner
არქივი