ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას CNN ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინდოეთში COVID-19-ის სულ 320 922 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 9 195 ადამიანი.
ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ დასავლეთით მდებარე მაჰარაშტრას შტატშია, სადაც COVID-19-ის 104 456 შემთხვევაა დაფიქსირებული.